Belive

45 დომინანტური ბოჭვა და მეორე ადგილი - ქართველები მსოფლიო თასზე ერთ-ერთი მოწინავეები არიან

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიო თასის ოფიციალური გვერდი საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს. კერძოდ კი, მსოფლიო რაგბის სოციალურ ქსელში გავრცელდა "დომინანტური ბოჭვების" სტატისტიკა, სადაც საქართველოს ნაკრები მეორე ადგილს იკავებს. 

დომინანტური ბოჭვის განმარტება - დომინანტური ბოჭვაა, როდესაც მცველი კონტაქტს ამყარებს და თავდამსხმელს ერთი მოძრაობით აბრუნებს უკან.

პირველ ადგილს სამხრეთ აფრიკის ნაკრები 54 დომინანტური ბოჭვით იკავებს. მეორე ადგილზე კი "ბორჯღალოსნები" იმყოფებიან 45 დომინანტური ბოჭვით. 

მესამე ადგილზე ჩილე, მე-4 ადგილზე ავსტრალია, ბოლო მეხუთე კი, ნამიბიის ნაკრებია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, უელსის წინააღმდეგ გამართავს. 

სხვა სტატიები