Belive

ისტორიული ფინალი TOP 14-ში | საფრანგეთის ჩემპიონი ისევ ტულუზა გახდა

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის TOP 14-ის ფინალში, სტად დე ფრანსზე, ტულუზამ დამატებით დროში დაამარცხა ბორდო (39:33) და ჩემპიონი გახდა. გუნდებს შორის ძირითადი დრო 33:33 დასრულდა.

'რაგბს 15/15-ზე თამაშობენ და ბოლოს ტულუზა იგებს' - საფრანგეთის უკვე 24 გზის ჩემპიონს დუპონი და კაპუცო აკლდნენ, თამაშს ნაადრევად გამოეთიშა საფრანგეთის ნაკრების წევრი რომენ ნტამაკიც, თუმცა ტულუზამ მაინც მოიგო და ეს გიჟურ ბრძოლაში გააკეთა.

ტოპ 14-ის ფინალში დამატებითი დრო 20 წლის შემდეგ პირველად დაინიშნა (ბოლოს 2005 წელს), ამ შეხვედრამ ტულუზას 24-ე და ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მოუტანა.

სხვა სტატიები