Belive

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დიდი სხვაობით დაამარცხა

1 დღის წინ რაგბი
2 წთ

ერთა თასის ეგიდით გამართულ მატჩში, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადას ავჭალის სტადიონზე უმასპინძლა, ჩვენმა გუნდმა, დიდი სხვაობით მოგება დააფიქსირა - 59:14.

საქართველოს ნაკრებმა კანადას, მხოლოდ პირველ ტაიმში, 4 ლელო დაუდო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბონუს ქულას აუცილებლად დავიმსახურებდით. პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 24:14 იყო - აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ისე ჩაატარა მეორე ნახევარი, რომ მეტოქეს ქულა არ ააღებინა.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 8 ლელო გაიტანა, საიდანაც დუბლი აკაკი ტაბუცაძემ შეასრულა, თითო ლელო კი პაპუნაშვილმა, ნინიაშვილმა, ტაბატაძემ, გიგაშვილმა, კახოიძემა და კარკაძემ გაიტანეს.

მსოფლიო რაგბის ერთა თასი არის ახალი, მეორე დონის (Tier 2) საერთაშორისო სარაგბო ტურნირი, რომელიც მსოფლიო რაგბის ინიციატივით შეიქმნა და თავის პირველ სეზონს წელს ატარებს. ტურნირში მონაწილეობს 12 გუნდი, რომლებიც ორ ჯგუფად (Pool A და Pool B) არიან გაყოფილი. ჩვენს ჯგუფში (ევროპა, აფრიკა, აზია), პირველ ადგილს სწორედ საქართველო, 4-დან 4 მოგებით იკავებს, მეორე ჯგუფში კი (ამერიკა და ოკეანეთი) პირველზე აშშ-ია.

ერთა თასის დარცენილ 2 შეხვედრას, საქართველო ნოემბერში ჩაატარებს, 14-ში ჯერ ტონგასთან, 21-ში კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

სხვა სტატიები