Belive

მფრინავი ფიჯელების შემადგენლობა ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ცნობილია

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ემზადება. "მფრინავმა" ფიჯელებმა ზაფხულში გასამართი პრინციპული მატჩებისთვის უძლიერესი, 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, რომელსაც მხოლოდ ლევანი ბოტია და ჯოშუა ტუისოვა აკლია.

ზაფხულის ტესტებზე, ფიჯის მორაგბეთა ნაკრები საქართველოს ესტუმრება. 5 ივლისს, ბათუმში, "ბორჯღალოსნები" "მფრინავ ფიჯელებს" დაუპირისპირდებიან და რევანშის აღებას შეეცდებიან.

ფიჯის 33-კაციანი რაზმი

შერკინება: ერონი მავი, ჰერეიტი ჰეტე, პენი რავაი, ლუკ ტაგი, მესაკე დოჯი, მელი ტუნი, სემ მატავესი, ტევიტა იკანივერე, ზურიელ ტოგიატამა, ისოა ნასილასილა, მესაკე ვოცევოცე, ტემო მაიანავანუა, რატუ ლეონე როტუისოლია, ლეკიმა ტაგიტაგივალუ, ალბერტ ტუისუე, კიტიონე სალავა, ელია კანაკაივატა, ვილიამე მატა, პესელი იატო.

ხაზი: ფრენკ ლომანი, სიმიონე კურუვოლი, პენი მატავალუ, ქალებ მუნცი, ისაია არმსტრონგ-რავულა, ვილიმონი ბოტიტუ, ინია ტაბუავუ, ვაისეა ნაიაცალევუ, იოსეფო მასი, სემი რადრადრა, სელესტინო რავუტაუმადა, ჯიუტა ვაინიქოლო, ილაისა დროასესე, სირელი მაქალა.

აღსანიშნავია, რომ "მფრინავი ფიჯელების" 33-კაციან განაცხადში 4 დებიუტანტია. მესაკე ვოცევოცეს, ელია კანაკაივატას, ისაია არმსტრონგ-რავულასა და ინია ტაბუაბუს ნაკრების კვართის მორგების შანსი პირველად ექნებათ. ფიჯელთა რაზმში შერკინების 19, ხოლო ხაზის 14 მოთამაშეა.

სხვა სტატიები