"თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით, ვხვეწავთ ყველაფერს" - დავით ნინიაშვილი
4 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ზაფხულის ტესტ-მატჩების დასკვნით დაპირისპირებაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ავსტრალიას შეერკინა და სანახაობრივ ბრძოლაში 40:29 დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ნინიაშვილმა და რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს:
თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით, ვხვეწავთ ყველაფერს. რა თქმა უნდა დღეს რაღაცეებში არ გაგვიმართლა, რადგან ბოლო მომენტში მოგვიწია ცვლილების განხორციელება, სამწუხაროდ სანდრო თოდუა ვერ დაეხმარა გუნდს. ვარჯიშზეც ბექა გორგაძე დაიმტვრა და ძაან რთული იყო, რადგან უცბად მოხდა ეს ყველაფერი და მაინც გავედით, ვითამაშეთ დავდეთ ჩვენი მაქსიმუმი ვეცადეთ ყველაფერს, მაგრამ რაღაცეებში გაგვიმართლა რაღაცეებში არ გაგვიმართლა. - დავით ნინიაშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი
მორიგი გასაოცარი თამაში ჩვენი ეროვნული ნაკრების მხრიდან. დავასრულეთ ზაფხულის ტესტ-მატჩები, იაპონიის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, ასევე უმნიშვნელოვანესი თამაში გვქონდა ავსტრალიის წინააღმდეგ, მიუხედავად ბევრი დანაკლისისა არაჩვეულებრივი თამაში და ბრძოლა აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, რასაც აპლოდისმენტები მოყვა ავსტრალიელი გულშემატკივრების მხრიდან. შესაბამისად პროგრესი გრძელდება, რასაკვირველია უმნიშვნელოვანესია ჩვენ ეს ყველაფერი სისტემურობით შევინარჩუნოთ, ეს გრძელდება პროგრესი თვალსაჩინოა ამას აღიარებს მსოფლიოს სარაგბო სამყარო, შესაბამისად გილოცავთ თითოეულ ქართველს იმ შედეგს რაც ჩვენ დღეს გვაქ, 20-წლამდელები, ეროვნული ნაკრები, ქალთა ნაკრები და მოლოდინი გვაქ რასაკვირველია შემოდგომის ტესტ-მატჩების, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. - თორნიკე გოგებაშვილი - რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი