Lequipe: ლუკა მატკავა ოიონასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
5 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ფრანგული Lequipe-ის ინფორმაციით, ლუკა მატკავა, რომელიც კასტრს 'სამედიცინო ჯოკრის' სტატუსით შეუერთდა, მომავალ სეზონში ოიონაში (Pro D2) ითამაშებს.
მიუხედავად იმისა, რომ მატკავას შავ ლომთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებდა, ქართველი მორაგბე სამშობლოში აღარ დაბრუნდება და ისევ ფრანგულ კლუბში გააგრძელებს კარიერას. მან ბოლოს კასტრის 10-იანი, პიერ პოპელინი ჩაანაცვლა (სამედიცინო ჯოკრის სტატუსით) და ტულუზასთან ერთი შეხვედრის ჩატარებაც მოასწრო.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, მატკავა ოიონასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს - ოიონა pro D2-ის მე-12 ადგილზეა. ამ კლუბში ვასკა ლობჟანიძე და ბექა კაკაბაძე თამაშობენ.