Belive

ირლანდიის წინააღმდეგ ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

1 კვირის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ივლისის ტესტმატჩების სერიის პირველ შეხვედრას 5 ივლისს, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება და 21 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ჩვენი გუნდის შემადგენლობა დაასახელა:

შერკინება: გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე, ირაკლი აფციაური, მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია.

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, ალექსანდრე თოდუა, გიორგი კვესელაძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, დავით ნინიაშვილი.

სათადარიგო: ქავთარაძე, თეთრაშვილი, გიგაშვილი, ჯავახია, სპანდერაშვილი, ალანია, აბჟანდაძე, კახოიძე.

ირლანდიასთან თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც ჯერ ადგილობრივ ფრენჩაიზს, ჩიტაზს ეთამაშება, 19 ივლისს კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები