Belive

ფიჯიმ საქართველოს წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება შედგება. საქართველოსთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის, ფიჯის შემადგენლობა დასახელდა.

ფიჯის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სიმონ რაივალუიმ, საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის ფიჯელთა შემადგენლობა დაასახელა.

ფიჯის შემადგენლობა

შერკინება: 1. მავი 2. მატავესი 3. ტაგი 4. ნასილასი 5. კირიკიდავეტა 6. ტაგიტაგივალუ  7. ბოტია 8. მატა

ხაზი: 9. კურუვოლი 10. ტელა 11. რადრადრა 12. ტუისოვა 13. ნაიაკალევუ (C) 14. რავუტაუმადუ 15. დროსესე

 

საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება 30 სექტემბერს, თბილისის დროით 19:45 საათზე შედგება.

სხვა სტატიები