Belive

ნინიაშვილის გარეშე - რაგბი ევროპის სიმბოლურ გუნდში 6 ქართველი მოხვდა

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი სეზონი დასრულდა და კვლავ საქართველო მეფობს. 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული ფინალური მატჩი, ბორჯღალოსანთა სრული დომინაციით წარიმართა, რაც ტაბლოზეც შესაბამისად აისახა - ბორჯღალოსნებმა მეტოქე 36:10 დაამარცხეს, ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რაგბი ევროპამ სეზონის საუკეთესო სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც 6 ქართველი მოხვდა, თუმცა გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვდა დავით ნინიაშვილი.

სიმბოლურ გუნდში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობიდან: ვანო კარკაძე, ირაკლი აფციაური, ილია სპანდერაშვილი, მერაბ შარიქაძე, გიორგი კვესელაძე და აკაკი ტაბუცაძე მოხვდნენ.

სხვა სტატიები