ფიჯელი მორაგბე 19 წლის გოგონებზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს
37 წლის ფიჯელი მორაგბე - აპი რატუნიარავა, კარდიფში, ბარის VIP ზონაში სამ ქალზე სექსუალური თავდასხმისთვის დააპატიმრეს.
რატუნიარავა, რომელსაც ფიჯის ნაკრებში 30-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, უელსის დედაქალაქ კარდიფში გუნდთან ერთად ემზადებოდა, ის სწორედ მაგ დროს "ბარბაროსებში" გამოიძახეს (საუკეთესო მორაგბეებისგან დაკომპლექტებული გუნდი).
გოგონებმა, რომლებიც 19 წლის იყვნენ, მიმართეს კარდიფის სასამართლოს, რომ თავდასხმებმა, რომელიც მოხდა რატუნიარავასა და თანაგუნდელებისთვის გამოყოფილ ზონაში, დატოვა ისინი ღრმად ტრავმირებული და შეშინებული.
საბოლოოდ კი კარდიფის პოლიციამ ფიჯელი მორაგბე სასტუმრო "ჰილტონში" დააკავა. მან პოლიციას განუცხადა, რომ მას ამ ფაქტამდე, არასდროს ჰქონია პრობლემები და მხოლოდ მხიარული და მეგობრული იყო.
რატუნიარავას ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ ოთხი შვილის მამა დანაშაულს აღიარებს და ბოდიშს იხდის. სცხვენია თავისი ქმედებების გამო, რაც ავტომატურად მისი კარიერის დასასრულს ნიშნავდა.
სამივე გოგონამ ფიჯელი მორაგბის წინააღმდეგ ბრალდებები განაცხადეს და თქვეს, რომ მორაგბე მათზე სექსუალურად ძალადობდა. ადგილი ჰქონდა მოფერებას, ხელების ფათურსა და არაერთ სხვა მძიმე დანაშაულს.
საბოლოოდ კი კარფიდის სასამართლომ ფიჯელ მორაგბეს 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ფიჯელი მორაგბე აპი რატუნიარამა წლების განმავლობაში ჯერ TOP 14-ში კერძოდ კი "აჟენ"-ში, შემდეგ კი ინგლისის ჩემპიონატში: "ნორტჰემპტონსა" და "ლონდონ აირიშში" თამაშობდა. ფიჯის ეროვნულ ნაკრებში კი მან 38 მატჩი ჩაატარა, სადაც ლელოთი თავი ერთხელ გამოიჩინა.