Belive

ზუსტად 1 წლის წინ: კვარას დებიუტი - პირველი გოლი და საგოლე პასი სერია A-ში

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

​ზუსტად 1 წლის წინ, 2022 წლის 15 აგვისტოს, იტალიის სერია A-ში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა.

სადებიუტო მატჩში იმ დროს 21 წლის ფეხბურთელი სასტარტო თერთმეტეულში იყო და 37-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება ირვინგ ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით შეძლო, ხოლო მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე პიოტრ ზიელინსკის საგოლე პასი გაუკეთა - "ნაპოლიმ" "ვერონა" - 5:2 დაამარცხა.

დანარჩენი, როგორც იტყვიან, უკვე ისტორიაა. მისთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში. 14 გოლის გატანა, 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

იტალიის მოქმედი ჩემპიონები 2023/24 წლების სერია A-ს სეზონს, 19 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" სტუმრად გასამართი მატჩით გახსნიან.

სხვა სტატიები