Belive

ლუდოგორეცის მწვრთნელი: "ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა და დინამოსთან რთული მატჩი გველის"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმთან" მატჩის წინ, "ლუდოგორეცის" მთავარმა მწვრთნელმა, გეორგი დერმენჯიევმა პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"წარმატების რეცეპტი მარტივია: უბრალოდ გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ. ბუნებრივია, ჩვენ მეტოქე შევისწავლეთ და მათაც იციან, თუ როგორი გუნდი ვართ.

ვფიქრობ, მატჩამდე მოსამზადებელი პერიოდი კარგად გავიარეთ. ჩვენთან ჩემპიონატის ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა, "დინამო ბათუმს" კი ორი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა (საქართველოს სუპერ თასზე).

გუნდის ხელმძღვანელობა ყოველთვის მაღალ მიზანს ისახავს და თავიდანვე განვაცხადეთ, რომ რაც შეიძლება შორს უნდა წავიდეთ.

არ მიმაჩნია, რომ "დინამო ბათუმთან" შეხვედრა სასიამოვნო სიურპრიზია. კარგად ვიცნობთ ჩვენს მეტოქეს და მიმაჩნია, რომ ძლიერი გუნდია. ამავე დროს, ახლა საქართველო და ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა. რთული მატჩი გველოდება. პირველი შეხვედრა ყოველთვის ძნელი გამოდის ხოლმე. ჩვენი მიზანი ტურნირზე რაც შეიძლება შორს წასვლა იქნებოდა", - თქვა ბულგარელმა სპეციალისტმა.

"დინამო ბათუმი" "ლუდოგორეცს" თავდაპირველად მეტოქის არენაზე შეხვდება. მატჩი 10 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები