ზურიკო დავითაშვილი: "კვარას პსჟ-ში ტრანსფერი ძალიან მიხარია"
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" ტრანსფერის შესახებ კომენტარს აკეთებს.
"ხვიჩა ჩემი შვილის ნათლიაა და მისი აქ ჩამოსვლა რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. ჩვენ ერთმანეთს უფრო ხშირად შევხვდებით, რადგან ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან უფრო ახლოს არის და გადაადგილება მარტივია", - ამბობს 23 წლის ქართველი ფეხბურთელი.
"სენტ-ეტიენი" 24 იანვარს, "ოსერს" შეხვდება, გუნდს, რომელსაც საწყის წრეში 23 წლის ქართველმა ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
ზურიკო დავითაშვილს ბრწყინვალე სეზონი აქვს. "სენტ-ეტიენის" მიერ ლიგა 1-ში გატანილი 17 გოლიდან ნახევარზე მეტში მან მონაწილეობა მიიღო: 6 გოლი და 2 საგოლე პასი. ის თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
სხვა სტატიები
ტიერი ანრი: "კვარას უფლება ჰქონდა ნაწყენი ყოფილიყო, ამის ნაცვლად მოედანზე შევიდა და განსხვავება შექმნა"
ამირან შაიშმელაშვილი
4 თვის წინ ქართული სპორტი
სომეხი გულშემატკივრები: "ქართველები უპირატესობაში იქნებიან, მეტოქე ქომაგების რეკორდულ დასწრებას ვნახავთ"
ამირან შაიშმელაშვილი
1 წლის წინ ქართული სპორტი