Belive

"იუვენტუსი აქცენტს ახალგაზრდულ პოტენციალზე გააკეთებს" - corrieredellosport საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე წერს

12 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული იტალიური მედია საშუალება corrieredellosport საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერის შესახებ წერს.

"2025 წლის იანვრის სატრანსფერო პერიოდის მიწურულს, ტურინის "იუვენტუსი" ცენტრალური მცველის დასამატებლად გამოიყენებს. განსაკუთრებით, პიერ კალულუს ტრავმის შემდეგ, "იუვე" კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება.

არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომელსაც "იუვენტუსი" განიხილავს, მაგრამ დიდი ალბათობით, ტურინელები აქცენტს ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელზე გააკეთებენ. ამ მიზნით, "იუვენტუსი" 20 წლის საბა გოგლიჩიძეს აკვირდება, ქართველ ცენტრალურ მცველს "ემპოლიდან", - წერს corrieredellosport.

საბა გოგლიჩიძის დამატება "იუვეს" გარდა, "მილანსა" და "ატალანტას" სურთ, მაგრამ ყველაზე მეტს ტურინელები ცდილობენ.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი, 2024 წლის ზამთარში "ემპოლიმ" ქუთაისის "ტორპედოდან 500 000 ევროს სანაცვლოდ დაიმატა, რის მერეც მთავარი გუნდის შემადგენლობაში 18 მატჩში ითამაშა.

სხვა სტატიები