Belive

ყველაზე წინ სტატისტიკაში: ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ახალგაზრდა გარემარბებს შორის საუკეთესოა

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის ახალგაზრდა გარემარბებს შორის საუკეთესოა.

ამის შესახებ ინფორმაციას, Rising Stars XI აქვეყნებს. მათი ცნობით, ევროპის 23-წლამდელ ფლანგის შემტევებს შორის ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული გარბენის კომპონენტში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ამ კომპონენტში ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ხუთეულში ამად დიალო ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯერემი დოკუ ("მანჩესტერ სიტი"), ბრედლი ბარკოლა ("პსჟ") და ენტონი გორდონი ("ნიუკასლ იუნაიტედი") არიან.

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი "მანჩესტერ სიტის" 23 იანვარს უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები