ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ქართველი ფლანგის მცველი, ცოტნე კაპანაძე სლოვაკეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
NIke Liga-მ 22-ე სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში დუნაისკა სტრედას ერთი ფეხბურთელი შეიყვანა და ის 24 წლის ქართველი მარჯვენა მცველი გახლავთ.
ალექსანდრე ნარიმანიძის ჟილინასთან სტუმრად ნათამაშები უგოლო ფრისას ცოტნე კაპანაძე 7.9 კოეფიციენტით შეაფასეს, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ.
დუნაისკა სტრედა სლოვაკეთის ჩემპიონატში რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს და გამოსვლას საჩემპიონო ჯგუფში აგრძელებს, სადაც გურამ კაშიას და ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის სლოვანი, ალექსანდრე ნარიმანიძის ჟილინა, გიორგი მოისწრაფიშვილის და ლუკა ხორხელის სპარტაკ ტრნავა, ლუკა სილაგაძის პოდბრეზოვა და თორნიკე ძოწენიძის მიხალოვცე არიან.
ცოტნე კაპანაძეს ამ სეზონში დუნაისკა სტრედას შემადგენლობაში 25 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და სლოვაკეთის ჩემპიონატში 2 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.