Belive

ვალტერ მაცარი: "კვარას ვესაუბრე და ოსიმენსაც დაველაპარაკები, როცა დაბრუნდება"

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ გუნდის ორი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. კონკრეტულად, კვარაცხელიას მენეჯერის, მამუკა ჯუღელისა და ნიგერიელ თავდამსხმელს შორის მომხდარი კონფლიქტი გახდა განხილვის საგანი.

"ფეხბურთელებმა მხოლოდ სწორად ვარჯიშზე უნდა იფიქრონ. მათ ყველაფერი უნდა გამორთონ, როცა საქმე ვარჯიშსა და თამაშს ეხება.

აქ მნიშვნელობა გუნდის მაისურს ენიჭება და არა საკუთარ თავს. მნიშვნელოვანია, რომ "ნაპოლის" ინტერესები იყოს გათვალისწინებული და შენს გვერდით მოთამაშეს დაეხმარო.

კვარაცხელიას უკვე ვესაუბრე და ამაზე ოსიმენსაც დაველაპარკები, როცა გუნდში დაბრუნდება. მე არ მაინტერესებს, რა ხდება გარეთ, მთავარია, რომ ფეხბურთელებმა გუნდის მაისურისთვის ყველაფერი გაიღონ. ეს მათი უპირველესი მოვალეობაა", - თქვა "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა.

"ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი 13 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები