Belive

იტალიელი ექსპერტი: "კონტრაქტის განახლება უფრო სავარაუდოა, ვიდრე გუნდის შეცვლა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი, სებასტიანო სარნო ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე რადიო ინტერვიუში საუბრობს.

"ხვიჩა კვარაცხელია" "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან უფრო მეტად არის ახლოს, ვიდრე გუნდის შეცვლასა და ტრანსფერთან", - ამბობს სებასტიანო სარნო.

საქართველოს ნაკრების შემტევმა 2024/25 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 11 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, თავად ნეაპოლელები კი იტალიის ჩემპიონატს ლიდერობენ.

ქართველი ვარსკვლავის გუნდი სერია A-ს მე-11 ტურში "მილანს", "სან სიროზე" 29 ოქტომბერს ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები