Belive

"ვალენსიას წევრობა დიდი პატივია" - ქართველმა მეკარემ სიმბოლური საჩუქარი მიიღო

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ვალენსიამ" თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ისტორიული შედეგის მიღწევა სიმბოლური ჯილდოთი მიულოცა. ქართველმა მეკარემ მას შემდეგ, რაც "ღამურების" შემადგენლობაში 100 მატჩი ჩაატარა, გუნდისგან "მესტალიაზე" ამ ფაქტის აღმნიშვნელი ჯილდო მიიღო.

"მინდა გუნდში მომუშავე ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო. მათ გარეშე ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელია იქნებოდა. ჩემთვის "ვალენსიაში" თამაში და ამ გუნდის წევრობა დიდი პატივია. ჯერჯერობით გამორჩეულად მნიშვნელოვანი მატჩი არ მაქვს და ყველა მათგანი უნიკალურია. ჩვენ ყველანი ერთი დიდი გუნდის ნაწილი ვართ და ეს დიდი პასუხისმგებლობაა. 100 მატჩის ჩატარება მარტივი ამბავი არ არის", - თქვა გიორგი მამარდაშვილმა.

23 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, 36 მატჩში 39 გოლი გაუშვა, 21 შეხვედრის გარდა ყველაში კი კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები