სანიოლი: ,,კიდევ ერთი ლამაზი ისტორიის დაწერა შეგვიძლია”
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ეროვნულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ სამომავლო მიზნებზე ისაუბრა:
,,მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო.
საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო". - ვილი სანიოლი
ახალი კონტრაქტის თანახმად, სანიოლი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.
ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა.
nakrebi.ge