ულან-ბატორის გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
23-25 ივნისს, მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - ულან-ბატორის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ დროისთვის 5 კონტინენტისა და 43 ქვეყნის, 272 სპორტსმენია რეგისტრირებული.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლაშა გუჯეჯიანმა, ულან-ბატორის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა, სადაც ამ ეტაპისთვის მხოლოდ 3 სპორტსმენია განაცხადში, თუმცა მომავალ დღეებში შესაძლებელია, რომ შემადგენლობაში ცვლილებები მოხდეს.
როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის ულან-ბატორის გრანდ სლემზე მხოლოდ მძიმე წონები (100 და +100 კგ) იასპარეზებენ.
ულან-ბატორის გრანდ სლემის წინასწარი შემადგენლობა
100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ: საბა ინანეიშვილი.