ტაშკენტის გრანდ სლემი 2026 | წილი ნაყარია - ქართველების მეტოქეები ცნობილია
ტაშკენტის გრანდ სლემი სტარტს 27 თებერვალს აიღებს და პირველ მარტს დასრულდება.
სულ ახლახანს კი ტაშკენტის გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ფალავნების მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები გაირკვა.
60 კგ
დაბალ წონაში 2 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას - 21 წლის ლუკა გადელია და 22 წლის მათე გოგობერიშვილი.
მათე გოგობერიშვილი ასპარეზობას A ბადეში პირველივე რაუნდიდან იწყებს, სადაც იტალიელ - ანდრეა კარლინოს დაუპირისპირდება. იტალიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, A ბადის მთავარი ლიდერი, ბრაზილიელი - მიშელ აუგუსტო იქნება.
რაც შეეხება ლუკა გადელიას, ლუკა C ბადეშია განუთესავი, შესაბამისად ასპარეზობაში პირველი ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ტაჯიკ - მუჰამადსოლე ქუვატოვს დაუპირისპირდება.
66 კგ
66 კგ-შიც ორი წარმომადგენელი გვეყოლება - თორნიკე მაზიაშვილი და თემურ ნოზაძე.
თორნიკე მაზიაშვილი B ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განუთესავი იქნება, სადაც პირველ ეტაპზე ინდოელ - გარვიტ გარვიტს დაუპირისპირდება.
თემურ ნოზაძე კი D ბადეშია განუთესავი, სადაც პირველივე რაუნდში, ყირგიზ - ბაიბოლ სალამატ ულუს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, თემურ ნოზაძის მეტოქე მეორე რაუნდში - ჰიფუმი აბე იქნება.
73 კგ
73 კგ-ში საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ - მიხეილ ბახბახაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი.
ბახბახაშვილი A ბადეში განუთესავი იქნება და ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მას სამხრეთ კორეელი მეტოქე - დონგიუნ ბაე ეყოლება. სამხრეთ კორეული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მისი მეტოქე, უზბეკი - ხოჯიახბარ ტოშევი იქნება.
რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს, 27 წლის ქართველი განთესილი იქნება D ბადეში, სადაც მეტოქე ბაჰრეინელი - მუჰამედ ალოევი ეყოლება. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე, რუსი - დანილ ლავრენტევი იქნება.
81 კგ
81 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც 2 წარმომადგენელი გვეყოლება - დიმიტრი გოჩილაიძე და ირაკლი ბეროშვილი.
დიმიტრი გოჩილაიძე B ბადეშია განთესილი და ასპარესობას მოერე ეტაპიდან იწყებს, სადაც ბრაზილიელ - გაბრიელ ფალკაოს დაუხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი ქართველის მეტოქე, შვეიცარიელი - აურელიენ ბონფერონი იქნება.
რაც შეეხება ირაკლი ბეროშვილს, ირაკლიც განთესილი იქნება და მეორე რაუნდიდან იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე, ბულგარულ - ისრაელურ დაპირისპირებაში გაირკვევა.
90 კგ
90 კგ-ში ორი უძლიერესი წარმომადგენელი გვეყოლება - ლაშა ბექაური და გიორგი ჯაბნიაშვილი.
2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ტატამიზე 2026 წელს პირველად გამოჩნდება. ლაშა A ბადეში პირველივე ეტაპიდან იწყებს ასპარეზობას, სადაც რუმინელ - ალექს კრეტს შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი ბექაურის სავარაუდო მეტოქე, უზბეკი მსოფლიო ჩემპიონი - დავლათ ბობონოვი იქნება.
B ბადეში იასპარეზებს გიორგი ჯაბნიაშვილი, რომელიც პირველივე რაუნდში რუს - ადამ ცეჩოევს შეხვდება. საკმაოდ რეალური შანსია, რომ 1/2-ფინალში ქართული დაპირისპირება ვიხილოთ.
100 კგ
100 კგ-ში ორი წარმომადგენელი გვეყოლება - თორნიკე ფოლადიშვილი და ონისე სანებლიძე.
თორნიკე ფოლადიშვილს წილისყრაში არ გაუმართლა და საკმაოდ რთულ ბადეში მოხვდა. 24 წლის ქართველი A ბადეში განუთესავი იქნება, შესაბამისად პირველივე ეტაპიდან იწყებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე, ტაჯიკი - ბახტოვარ ბობოხონოვი იქნება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი პირდაპირ აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონს - ზელიმ კოცოიევს ხვდება.
რაც შეეხება ონისე სანებლიძეს, 27 წლის ქართველი ეროვნულ ნაკრებში 2-წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. სანებლიძე D ბადეში განუთესავია, სადაც ყაზახ - ბაკჟან ბაიტასს დაუპირისპირდება.
+100 კგ
მძიმე წონაშიც ორი წარმომადგენელი გვეყოლება - საბა ქარდავა და გელა ზაალიშვილი.
ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი - საბა ქარდავა, B ბადეში იწყებს მონაწილეობას, სადაც მისი მეტოქე, გერმანელი - დანიელ უძილაური იქნება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, 21 წლის ქართველი, უზბეკ - მუზაფარბეკ ტურობოიევს შეხვდება.
რაც შეეხება გელა ზაალიშვილს, გელა C ბადეშია განუთესავი, სადაც უზბეკ მეტოქეს დაუპირისპირდება. უზბეკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი გელა, აზერბაიჯანელ - კანან ნასიბოვს შეხვდება.
57 კგ
2026 წელს ტატამიზე პირველად ვიხილავთ პირველ ქართველ ქალ მსოფლიო ჩემპიონს - ეთერ ლიპარტელიანს.
ეთო A ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც იგი უზბეკურ - თურქულ დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაელოდება.
ძიუდოს ექსპერტების აზრით, ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე აიღებს სტარტს.