უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლონდონში უიმბლდონის ტურნირი 30 ივნისს იწყება, მანამდე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები აიღებს სტარტს, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო მეტად საინტერესოა.
საკვალიფიკაციოს 1/4-ფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელი იასპარეზებს, ნიკოლოზ ბასილაშვილი (125) ესპანელ პაბლო ლიამას ლუისს (566) შეხვდება, მატჩი ხვალ გაიმართება, დაწყების სავარაუდო დრო 15:30 საათია.
მეორე ქართველი, რომელიც ამავე ეტაპზე და ზოგადად დიდი სლემის ტურნირზე პირველად იასპარეზებს საბა ფურცელაძეა (249), ის შვეიცარიელ დომინიკ შტრიკერს (228) შეხვდება. აღნიშნული მატჩიც ხვალ გაიმართება და დაწყების სავარაუდო დრო 18:30 საათია.