რომის მასტერსი | შთამბეჭდავი პირველი სეტის მიუხედავად, ბასილაშვილი რუბლევთან დამარცხდა
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომის მასტერსის 1/8-ფინალში ანდრეი რუბლევთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაპირისპირება ბრწყინვალედ დაიწყო და პირველი სეტი 6:3 მოიგო - რუსმა მეტოქემ გარდატეხა მეორე სეტში შეიტანა, რომელშიც ტაიბრეიკში 7:6(7:5) გაიმარჯვა - მესამე სეტში კი ბასილაშვილი უშანსოდ დაამარცხა. საბოლოოდ 3-სეტიანი დაპირისპირება ანდრეი რუბლევის გამარჯვებით 3:6, 7:6(7:5), 6:2 დასრულდა.
Never Give Up 🫡@AndreyRublev97 equals his best result in Rome by overcoming Basilashvili 3-6, 7-6(5), 6-2 to reach the elite eight. @InteBNLdItalia | #IBI26 pic.twitter.com/w9uNYLDXzF
— ATP Tour (@atptour) May 12, 2026
შეგახსენებთ, რომ ეს ბასილაშვილსა და რუბლევს შორის გამართული მერვე დაპირისპირება იყო, საიდანაც ნიკამ მეტოქე სამჯერ დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და რუბლევთან 1/8-ფინალურ წაგებანდე 5 მეტოქე დაამარცხა - მათ შორის ბენ შელტონი (6) და ბრენდან ნაკაშიმა (32).