ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს კვალიფიკაციიდან იწყებს
საქართველოს #1 ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამერიკაში ცინცინატის მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ცუდი სარეიტინგო პოზიციის გამო, იგი ასპარეზობას კვალიფიკაციის 1/2-ფინალიდან დაიწყებს, სადაც ძირითად ბადეში მოსახვედრად 2 მატჩის მოგება დასჭირდება.
34 წლის ქართველი კვალიფიკაციის 1/2-ფინალში ასპარეზობას 11 აგვისტოს დაიწყებს, სადაც პორტუგალიელი მეტოქე, 23 წლის - ხაიმე ფარია ეყოლება. აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან - მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული.
დღეს გამარჯვების შემთხვევაში, ნიკას მეტოქე საკვალიფიკაციოს ფინალურ ეტაპზე, ამერიკელ - მაკენზი მაკდონალდსა და ჩინელ - იბინგ ვუს შორის გამარჯვებული იქნება.
ცინცინატის მასტერსის ძირითადი ბადის მატჩები 13–23 აგვისტოს გაიმართება, საკვალიფიკაციო ეტაპები კი 11-12 აიღებს სტარტს.