tuttomercato: "ინტერი ხელიდან არ გაუშვებს შანსს, რომ თორნიკე კვარაცხელია დაიმატოს"
11 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული იტალიური მედია საშუალება tuttomercatoweb საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის, თორნიკეს შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
"საქართველოში კიდევ ერთი კვარაცხელიაა, მისი ძმა და ის მილანის ინტერის აკადემიაში თამაშობს.
2022 წლის ზაფხულში, ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში როგორც უცხოპლანეტელი ისე ჩამოვიდა, მაგრამ მან მალე მთელი ქვეყანა დაიპყრო და ნეაპოლს დაუვიწყარი სკუდეტო მოუტანა.
ამიტომ, ბუნებრივია, რომ კვარაცხელიას სახელის გაჟღერება და მისი სერია A-ს გუნდთან დაკავშირება საკმაოდ დიდ აჟიოტაჟს იწვევს.
შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, რომ იტალიური გუნდის ორბიტაზე კიდევ ერთი კვარაა. თანაც ეს გუნდი არა ნაპოლი, არამედ მილანის ინტერია. მნიშვნელოვანია, რომ ის არა უბრალოდ კვარაცხელია, არამედ ხვიჩას ძმაა.
მისი სახელია თორნიკე კვარაცხელია, რომელიც ახლახანს 16 წლის გახდა და მოედანზე მისი პოზიციის, მოძრაობებისა და საფეხბურთო იდენტობის თვალსაზრისით, საოცრად მოგვაგონებს ხვიჩას, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავის ძმაზე 9 წლით უმცროსია.
თორნიკე, ძმის მსგავსად მარცხენა ფლანგის შემტევია. თუმცა, ისიც ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობს.
ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, შეძლებს თუ არა თორნიკე თავისი უფროსი ძმის, ხვიჩას გზის გაგრძელებას როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით, მაგრამ ერთი რამ ნათელია: მხოლოდ რამდენიმე ვიდეოს ყურებაც კი საკმარისია იმ ნიჭის ამოსაცნობად, რომელმაც ნეაპოლი მოხიბლა და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება პატარა, შორეული ქვეყნისადმი კიდევ ერთხელ მიაპყრო.
მილანის ინტერს საქართველოში თავისი აკადემია აქვს, რომელშიც თორნიკე კვარაცხელია თამაშობს. რადგან უმაღლესი დონის ფეხბურთი სულ უფრო მეტად ახალგაზრდა მოთამაშეებზეა ორიენტირებული და ეს გვარი უკვე საყოველთაოდ ცნობილია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნერაძური მისი იტალიაში ჩამოყვანის შანსს ხელიდან არ გაუშვებს", - წერს tuttomercatoweb.
თორნიკე კვარაცხელიას საქართველოს 16 და 17-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი აქვს გატანილი.