Belive

მეორე გამარჯვება | 17-წლამდელთა ნაკრებმა ანდორასაც მოუგო

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, შესარჩევ ციკლში, სან მარინოში მიმდინარე მეორე რაუნდის B ლიგის მატჩი ჩაატარა და ანდორას 1:0 აჯობა.

ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობიდან ერთადერთი გოლის გატანა 42-ე წუთზე ალექსანდრე კუნჭულიამ მოახერხა.

საწყის ტურში ჩვენმა გუნდმა სან მარინოს 4:1 აჯობა და 6 ქულით ჯგუფს ლიდერობს, მესამე შეხვედრა კი 16 აპრილს, უელსთან, აკვავივაში უნდა ჩაატაროს.

სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე მიღწეული შედეგი, 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე გავლენას იქონიებს.

სხვა სტატიები