"სევილიასთვის პრიორიტეტული ტრანსფერია" - ანდალუსიელები ქოჩორაშვილის დასამატებლად იბრძვიან
2 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ესპანური მედია საშუალება elpespunte საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის და მისი სევილიაში შწესაძლო გადაბარგების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
"სევილია გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს. ქართველი ნახევარმცველი კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რჩება ნახევარდაცვის გასაძლიერებლად.
გუნდის ხელმძღვანელობა მის დამატებას პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს და ცდილობს, შეამციროს სხვაობა მხარეების პოზიციებს შორის, რათა მოახერხოს გარიგება, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე დეტალის შეთანხმება აკლია.
ქართველი ფეხბურთელის მოსვლა მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება იმ პოზიციაზე, რომელსაც ლუის გარსია პლაცა თავისი პროექტისთვის ფუნდამენტურად მიიჩნევს.
სევილიაში მთელი ყურადღება გადატანილია ილენიკენას ტრანსფერზე, ქოჩორაშვილის დამატებაზე, ასევე ოსოსა და კასტრინის კონტრაქტების განახლებაზე, მაშინ როცა ჟოან ჟორდანის წასვლამ უკვე გაათავისუფლა ადგილი, ხოლო პატრიკ მერკადოს კანდიდატურა გამოირიცხა", - წერს elpespunte.
გასულ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი ხეტაფეში თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ ახლა ბრძოლაში ტიტულოვანი ანდალუსიური კლუბი ჩაერთო.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგში გასული სეზონი გაატარა და 26 მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა.