Belive

"თუ მისი გაყიდვა სურთ, ფასი უნდა დააკლონ" - ესპანეთში მამარდაშვილის სიტუაციაზე საუბრობენ

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოტენციური ტრანსფერის შესახებ სიახლეებს ავრცელებს.

კონკრეტულად, რამდენიმე ესპანური პოპულარული მედია საშუალება წერს, რომ გიორგი მამარდაშვილის გასხვისება და ამ გზით კლუბისთვის ფინანსური სარგებლის მოტანა ხელმძღვანელების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, თუმცა ამას ვერ ახერხებენ, რადგანაც მათი მოთხოვნები საკმაოდ მაღალი იყო. აქამდე არსებული შეთავაზებები კლუბმა უარით გაისტუმრა, ვინაიდან მათ უფრო მაღალი მოთხოვნები ჰქონდათ, ვიდრე პოტენციურ გადამხდელს მათი დაკმაყოფილება შეეძლო.

აღნიშნულია ისიც, რომ ამჟამად, კლუბი ფასის დაკლებასა და ფეხბურთელის 20-25 მილიონ ევროდ გაყიდვას უნდა შეეცადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სურვილის ასრულება გაუჭირდებათ.

"ვალენსიას" მაღალმა მოთხოვნებმა მეკარის დასამატებლად ბაზარზე დაბრკოლება შექმნა, ახლა კი, თუ კლუბს მისი გაყიდვა უნდა, ეს იმ ფასად უნდა გააკეთოს, რომელიც უკვე უარყო, კონკრეტულად - 20-25 მილიონ ევროდ", - წერს Radio Taronja.

გიორგი მამარდაშვილს, რომელიც "ღამურების" შემადგენლობაში 2021 წლის ზაფხულში "დინამო თბილისიდან" გადაბარგდა, მსურველთა სიაში ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები, ასევე მილანის "ინტერი" და "პორტუ" ჰყავდა, ყველაზე აქტიური კი მიუნხენის "ბაიერნი" გახლდათ.

სხვა სტატიები