Belive

გიორგი ქვილითაია: "არაფერი დასრულებულა, თუმცა საშინაო კედლებში ვართ და მოსაგებად უნდა ვითამაშოთ"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, რომელშიც მისი კვიპროსული "აპოელი" გორის "დილას" დაუპირისპირდება, კომენტარი გააკეთა.

 

"როგორც მწვრთნელმა თქვა, ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. გვესმის, რომ არაფერი დასრულებულა. უნდა მივყვეთ ჩვენს გეგმას, უნდა მოვიგოთ, სახლში ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებთან ერთად შეგვიძლია ამ მიზანს მივაღწიოთ.

ვიცი, "დილა" ფიქრობს, რომ მათ სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ. პირველ თამაშში ისინი კარგად გამოიყურებოდნენ და რა თქმა უნდა ფიქრობენ, რომ მათ სათავისო შედეგის დაფიქსირება შეუძლიათ, მაგრამ მე მხოლოდ ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული", - თქვა საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელმა, რომელიც "აპოელის" ერთ-ერთი კაპიტანია.

გორის "დილას" და "აპოელის" მატჩი 17 აგვისტოს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები