Belive

ევროპული მედია: "კვარა ყველაზე სახიფათოა, ჯადოქარი და დირიჟორი"

10 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში, "ნაპოლიმ" "ვერონას" საკმაოდ რთულ მატჩში - 2:1 აჯობა. შეხვედრაში გამარჯვების გოლი საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის 87-ე წუთზე გაიტანა.

მატჩის შემდეგ, იტალიურ და ევროპულ მედიაში 22 წლის ქართველი ფეხბურთელის წარმატებულ მატჩს საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. ამ სტატიაში წამყვანი მედია საშუალებების შეფასებებს გაგაცნობთ.

Corriere dello Sport: "აი, ისევ კვარავაჯო. "ნაპოლი" თავის თამაშს აახლებს და ეს ფეხბურთისთვის სასიამოვნოა";

Sky Sport: "ვალტერ მაცარის გუნდმა საშინაო კედლებში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით იმარჯვა. ქართველმა ორი ჯადოსნური მომენტი შექმნა, მაგრამ ლორენცო მონტიპო დამაჯერებელი იყო, მესამე მცდელობა კი უკვე წარმატებული აღმოჩნდა";

Eurosport: "როგორც ეს ხშირად ხდება, კვარაცხელია ტალღურად უმატებს და როცა მეტოქის პირისპირ აღმოჩნდება, მათ თავგზას უბნევს. მატჩის მიწურულს გატანილი გოლი მისი ბრწყინვალე თამაშისთვის გვირგვინის დადგმაა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია;

Mediaset: "ის მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის, ყველაზე სახიფათო მოთამაშეა. რაც შეეხება გოლს, ეს არის შედევრი, რომელიც მატჩის ბედს წყვეტს";

La gazzetta dello sport: "თავისი ტექნიკა გაათავისუფლა და დემონსტრირება მოახდინა. კვარაცხელია პირველ ტაიმში თითქოს მარტო თამაშობდა და მეტოქე გუნდის მეკარისთვის პრობლემას მხოლოდ ის წარმოადგენდა. გამარჯვების გოლი დამსახურებულია, ეს მისთვის ჩემპიონატში უკვე მეექვსე გატანილი გოლია;

Il matino: "კვარას გატანილი გოლი გასაოცარია. ძალას დამატებული სიზუსტე და ტრაექტორია. წარმოუდგენელია, კიდევ მრავალჯერ სანახავი. ერთადერთი ნათელი წერტილი სიბნელეში. მას აქვს ძალა და მრავალფეროვანი ტექნიკური არსენალი. ცდილობს, რომ იყოს ორკესტრის დირიჟორი";

"ნაპოლის" 22 ტურის შემდეგ იტალიის სერია A-ში 35 ქულა აქვს დაგროვებული და მეშვიდე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს "პარტენოპეი" 11 თებერვალს, "სან სიროზე", "მილანთან" გამართავს.

სხვა სტატიები