თორნიკე შენგელია დისკვალიფიკაციას გადაურჩა
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ვირტუს ბოლონიას" ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია დისკვალიფიკაციას გადაურჩა. თოკო მომდევნო ტურში "ტრიესტეს" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს, წყაროს ცნობით ბოლონიურმა გუნდმა საჩივარი შეიტანა და ჯარიმის გადახდას დათანხმდა. ამის სანაცვლოდ ქართველი კალათბურთელი მომდევნო ტურში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში ბოლონიური გუნდი "ნაპოლის" დაუპირისპირდა, აღნიშნულ მატჩში მცირე ინციდენტი მოხდა, კონკრეტულად ქართველ კალათბურთელზე იუხეშეს, რამაც თოკოს გაცხარება გამოიწვია.
Virtus Bologna, Toko Shengelia sarà in campo a Trieste https://t.co/BrpbKp57L3
— Sportando Italia (@SportandoIT) March 18, 2025