Belive

ევროლიგა | მარკოიშვილის მონაკომ შენგელიას ბარსელონა დაამარცხა

17 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 2025/26 წლების სეზონის პლეი-ოფის საბოლოო საგზურის მოსაპოვებლად, მონაკოსა და ბარსელონას დაპირისპირება შედგა.

მონაკომ დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში მეტოქე 79:70 დაამარცხა და ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს - ბარსელონასთვის კი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი დასრულდა. თორნიკე შენგელიამ ბარსელონას რიგებში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა - ქართველმა ვარსკვლავმა 14 ქულის, 7 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო, მაგრამ კატალონიური კლუბი მარცხისგან ვერ იხსნა.

შეგახსენებთ, რომ მონაკოს დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტს მანუჩარ მარკოიშვილი იკავებს.

სხვა სტატიები