თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი მილანთან | ვირტუსი ფინალშია
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ვირტუს ბოლონია იტალიის ჩემპიონატის ფინალშია. ბოლონიურმა გუნდმა ოლიმპია მილანო მე-4 შეხვედრაში 78:84 დაამარცხა და სერია 3:1 მოიგო.
თორნიკე შენგელიამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა, ის მატჩში მე-2 ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო, ქართველმა კალათბურთელმა 25 ქულა (11-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ყველაზე მეტი 30 ქულა ნიკოლა მიროტიჩმა ჩააგდო.
ვირტუს ბოლონია იტალიის ჩემპიონატის ფინალში ბრეშას დაუპირისპირდება.
La finale scudetto degli #LBAPlayoff @UnipolCorporate 2025 vedrà in campo la @VirtusSegafredo e Brescia 🏆#TuttoUnAltroSport pic.twitter.com/nERUIopNZC
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) June 7, 2025