Belive

"თერაპიის გავლა და დასვენება მოუწევს" - კვარაცხელია აუგსბურგთან მატჩს გამოტოვებს

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების საფეხბურთო სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში ტრავმა მიიღო.

წინასასეზონო შეკრების დროს, რომელიც კასტელ დი სანროში მიმდინარეობს, იტალიის აწ უკვე მოქმედმა ჩემპიონმა, "ჟირონასთან" ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა, ნეაპოლელებმა კი გამარჯვებას პენალტების სერიაში მიაღწიეს.

მატჩის მიწურულს, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, მარცხენა ფეხზე მცირე ტრავმა მიიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაზიანება რთული არ არის, მაგრამ მას თერაპიის გავლა და დასვენება მოუწევს. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელია "აუგსბურგთან" ჩასატარებელ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.

სხვა სტატიები