Belive

8 სექტემბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში

8 თვის წინ ქართული სპორტი
5 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საინტერესოა, რომ 8 სექტემბერი საქართველოს ნაკრების ისტორიაში საკმაოდ დატვირთული დღეა. ამ თარიღით ჩვენს გუნდს ისტორიაში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 4 ფრედ დაასრულა, 2-ში კი დამარცხდა.

დეტალურად, ჩვენი ნაკრების მატჩების ისტორია 8 სექტემბერს ასე გამოიყურება:

1999

მეტოქე: ლატვიის ნაკრები

ტურნირი: უეფას ევროპის 2000 წლის ჩემპიონატი

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი, საქართველო)

დასწრება: 4 500

ანგარიში: 2-2

გოლები: 1:0 - შოთა არველაძე (29), 2:0 - მიხეილ ყაველაშვილი (51)

შემადგენლობა: დავით გვარამაძე - კახა კალაძე, ლევან ცქიტიშვილი (თენგიზ სიჭინავა), გივი დიდავა, მამუკა წერეთელი (ყვითელი ბარათები: 10, 80 და გაძევება), გელა შეყილაძე გიორგი ნემსაძე (კ, ყვ: 34), გოჩა ჯამარაული (ყვ: 52), ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი (არჩილ არველაძე, 74), შოთა არველაძე (გიორგი დემეტრაძე, 71).

მთავარი მწვრთნელი: იან ბოსკამპი (ნიდერლანდები).

მსაჯი: მიროსლავ რადომანი (სერბეთი)

 

სარბიელი Archives - mygoals.ge

2002

მეტოქე: შვეიცარიის ნაკრები

ტურნირი: ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

სტადიონი: სენტ იაკობ-პარკი (ბაზელი, შვეიცარია)

დასწრება: 20 500

ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 4:1

გოლი: 1:1 - შოთა არველაძე (62)

შემადგენლობა: დავით გვარამაძე - ლევან კობიაშვილი (ყვ: 65), გელა შეყილაძე (33), კახა კალაძე (35), ედიკ საჯაია, ალექსანდრე რევაზიშვილი (ყვ: 71, მიხეილ ყაველაშვილი, 85), ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ნემსაძე (85), გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ქინქლაძე (ვლადიმერ ბურდული, 46), შოთა არველაძე.

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

მსაჯი: ვლადიმერ ჰრინიაკი (სლოვაკეთი)

 

2007

მეტოქე: უკრაინის ნაკრები

ტურნირი: უეფას ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი, საქართველო)

დასწრება: 25 000 

ანგარიში: 1:1 

გოლი: 1:1 - დავით სირაძე (87)

შემადგენლობა: გიორგი ლომაია - კახა კალაძე (კ), ლევან ცქიტიშვილი (ყვ, 63), ალექსანდრე იაშვილი (ყვ: 51, ლევან ყენია, 63), ლაშა ჯაკობია (დავით სირაძე, 63), მალხაზ ასათიანი, მათე ღვინიანიძე (ყვ: 89), ზურაბ მენთეშაშვილი (დიმიტრი ტატანაშვილი, 80), ოთარ მარცვალაძე, ლაშა სალუქვაძე, გიორგი დემეტრაძე.

მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიულერი (გერმანია).

მსაჯი: ალაინ ჰამერი (ნიდერლანდები)

2019 

მეტოქე: დანიის ნაკრები 

ტურნირი: ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი, საქართველო)

დასწრება: 21 456 

ანგარიში: 0:0

შემადგენლობა: გიორგი ლორია - გია გრიგალავა (ყვ: 42), გურამ კაშია (კ), ოთარ კაკაბაძე (ყვ: 89), ჯიმი ტაბიძე, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი აბურჯანია (ვაკო გვილია, 86), ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქვილითაია (მურთაზ დაუშვილი, 90).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი).

მსაჯი: ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი)

 

Twitter reacts to Eriksen display in Denmark v Georgia | thisisfutbol.com

2020

მეტოქე: ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები

ტურნირი: უეფას ერთა ლიგა C დივიზიონი 

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი, საქართველო)

დასწრება: დასწრება აკრძალული იყო COVID19 პანდემიის გამო

ანგარიში: 1:1

გოლი: 1:0 - თორნიკე ოქრიაშვილი (13, პენალტი)

შემადგენლობა: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ნიკოლოზ მალი (ლევან შენგელია, 72), ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ნიკა კაჭარავა), თორნიკე ოქრიაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილითაია (გიორგი ჩაკვეტაძე)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)

მსაჯი: პიოტრ კიოსგორ-ანდერსენი (დანია)

 

2021

მეტოქე: ბულგარეთის ნაკრები

ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

სტადიონი: ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნული სტადიონი (სოფია, ბულგარეთი)

ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 4:1

გოლი: 4:1 - ზურიკო დავითაშვილი (77)

შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი - დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, ლუკა ლოჩოშვილი (ყვ: 34), გურამ გიორბელიძე, ოთარ კაკაბაძე, მურთაზ დაუშვილი (ყვ: 59, გიორგი აბურჯანია, 59), სანდრო ალთუნაშვილი (ვლადიმერ მამუჩაშვილი, 59), გიორგი ჩაკვეტაძე (ზურიკო დავითაშვილი, 59), გიორგი წიტაიშვილი (გიორგი ქვილითაია, 70), გიორგი მიქაუტაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი) 

მსაჯი: იგორ სტოიჩევსკი (ჩრდილოეთ მაკედონია)

სხვა სტატიები