Belive

"მამარდაშვილმა კარი გადარაზა" - mundodeportivo

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ესპანური საფეხბურთო მედია საშუალება mundodeportivo-ი საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც საინტერესო სათაური აქვს "მამარდაშვილი "მესტალიას" კეტავს".

"მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის წინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 5 გოლი გაუშვა, ქართველმა მეკარემ "მესტალია" დაცულ ციხედ აქცია და ზედიზედ სამი მატჩია გოლს არ უშვებს.

"ვალენსიამ" რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილ "სელტასთან" უგოლო ფრე ითამაშა, ქართველმა მეკარემ თავის კარს საკეტი დაადო და ის თითქმის აუღებელ ციხესიმაგრედ აქცია.

2020 წლის თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ვალენსიამ" მიჯრით სამ მატჩში საკუთარი კარის უსაფრთხოება სრულფასოვნად დაიცვა. მან "მესტალიას" კარი ჩაკეტა", - წერს პოპულარული ესპანური მედია საშუალება.

2023/24 წლების სეზონში 23 წლის ქართველმა მეკარემ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 18 გოლი გაუშვა და 5-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები