Belive

საუკეთესო გუნდში 2 ქართველია - ერთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური თერთმეტეული ცნობილია

2 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა. პირველი გოლი 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, კვარას საგოლე გადაცემით 53-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, 63-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა შეასრულა საგოლე გადაცემა და გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, ბოლო მე-4 გოლი კი გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც მომენტი გიორგი ჩაკვეტაძის ასისტით დააგვირგვინა.

ერთა ლიგა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კარგად დაიწყო და ტურნირის პირველი ტურის სიმბოლურში ორი ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, Whoscored-მა გიორგი ჩაკვეტაძე 8.54-ით შეაფასა, ხვიჩა კვარაცხელია კი 8.76-ით.

სრულად სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: კაოიმჰინ კელეჰერი (ირლანდია) - 7.68

მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ინგლისი) - 7.32, სლობოდან რუბეჟიჩი (მონტენეგრო) - 8.64, კონსტატინოს მავროპანოსი (საბერძნეთი) - 8.19, იან ვოროგოვსკი (ყაზახეთი) - 7.40

ნახევარმცველები: მარტინ ოდეგორი (ნორვეგია) - 8.30, გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველო) - 8.54, დეკლან რაისი (ინგლისი) - 8.90

შემტევები: ფოტის იოანიდისი (საბერძნეთი) - 8.93, რეი მანაი (ალბანეთი) - 7.92, ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) - 8.76

სიმბოლური თერთმეტეული Sofascore-მაც გამოაქვეყნა, მათ კი გუნდში ქართველებიდან მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია (8.8) მოახვედრეს, ზოგადადაც აღნიშნული საფეხბურთო გვერდის შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია:

მეკარე: ვიქტორ იოჰანსონი (შვედეთი) - 9.0

მცველები: არდიან ისმაილი (ალბანეთი) - 8.3, ზახარ ვოლკოვი (ბელარუსი) - 8.2, სლობოდან რუბეჟიჩი (მონტენეგრო) - 8.4

ნახევარმცველები: დეკლან რაისი (ინგლისი) - 9.0, ჯამალ მუსიალა (გერმანია) - 10, კევინ დე ბრუინე (ბელგია) - 9.2, ფლორიან ვირცი (გერმანია) - 8.9, ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) - 8.8

თავდამსხმელები: ალექსანდერ ისაკი (შვედეთი) - 9.7, ვიქტორ გიოკერესი (შვედეთი) - 9.7

სხვა სტატიები