Belive

გულშემატკივრების რჩეული: ბუდუ ზივზივაძე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

liga2-online.de-ს გამომწერებმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-16 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ბუდუ ზივზივაძე დაასახელეს.

გასულ სათამაშო კვირაში "რეგენსბურგთან" ჩატარებულ მატჩში (4:2) შესრულებული დუბლით ქართველი ფეხბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ახლა კი ის უკვე სათამაშო კვირაში გამოარჩიეს.

30 წლის ქართველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა გამოკითხულთა ხმების 55% მიიღო და ხუთ მეტოქეს გაასწრო.

ბუდუ ზივზივაძეს ამ სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 11 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მის აქტივში 2 საგოლე პასი და გერმანიის თასზე ორი გატანილი გოლი, ასევე, 2 შედეგიანი გადაცემაა.

"კარლსრუე" 16 მატჩში დაგროვებული 26 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს და ლიდერ "ელვერსბერგს" ორი ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 21 დეკემბერს, მესამე პოზიციაზე მყოფ "პადერბორნთან" სტუმრად გამართავს. მე-17 ტურის მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები