საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა სლოვაკეთი 72:79 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები მე-5 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს, ამის გასარკვევად კალათბურთელები პორტუგალიისა და უნგრეთის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.
ყველაზე მეტი 24 ქულა გიორგი სულაბერიძემ ჩააგდო, რომელსაც 12 მოხსნასთან ერთად ორმაგი დუბლი ჰქონდა, 23 ქულა მიითვალა გიორგი ოჩხიკიძემ, 9 ლუკა ალავიძემ, 8 ვატო გაჩეჩილაძემ, 6 ლუკა ლომთაძემ, 4 ბაქარ ბერეკაშვილმა, 3 სერგი ნინუამ და 2 ქულა ჩააგდო ანრი ბელთაძემ.