Belive

გიორგი სულაბერიძე ევრობასკეტის B დივიზიონის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

20 წლამდელთა ევრობასკეტის B დივიზიონის საუკეთესო ხუთეულში გიორგი სულაბერიძე მოხვდა. ქართველი კალათბურთელი ჩემპიონატის განმავლობაში საშუალოდ 19.6 ქულას (ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელი) და 10.9 მოხსნას (მეორე საუკეთესო) აგროვებდა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21.4 (მეორე საუკეთესო) იყო.

შეგახსენებთ, საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში უნგრეთის ნაკრები 79:96 დაამარცხა.

გიორგი სულაბერიძე ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

სხვა სტატიები