საქართველოს U20-მა ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა და მე-5 ადგილი დაიკავა
4 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში უნგრეთის ნაკრები 79:96 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედის გარდა ყველა მოიგო: 22:20, 18:26, 20:23 და 19:27.
მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა გიორგი ოჩხიკიძემ ჩააგდო, 26 ქულა ჰქონდა გიორგი სულაბერიძეს, 14 ლუკა ალავიძეს, 10 ლუკა ლომთაძეს, 8 სერგი ნინუას, 7 ვატო გაჩეჩილაძეს, 3 გეგა წულაიას, 1 ავთანდილ ბახტაძეს.