Belive

სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოში მინიმუმ კიდევ 1 წლით დარჩება

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"სან ანტონიო სპურსის" ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი იყო, რომელსაც ნებისმიერ შემოთავაზებაზე შეეძლო უარის თქმა ან თანხმობა. ESPN-ის ინსაიდერმა ადრიან ვოინაროვსკიმ დღეს დაადასტურა, რომ 25 წლის ქართველი კალათბურთელი "სან ანტონიოში" კიდევ მინიმუმ 1 წლით რჩება.

სანდრო ერთი სეზონის განმავლობაში 2.2 მილიონ დოლარს მიიღებს. "სპურსმა" ასევე კონტრაქტი გაუფორმა ჩარლზ ბეისის და ამით გუნდმა თავისი 15 კაციანი სია შეავსო.

სანდრო მამუკელაშვილმა 2023/24 წლების სეზონში "სან ანტონიოს" მაისურით 46 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ ნათამაშებ 9.8 წუთში ის 4.1 ქულას, 3.2 მოხსნას და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

სხვა სტატიები