Belive

ორლანდო ნიქსთან დამარცხდა, ტორონტო ბოსტონთან | ორივე ქართველმა ითამაშა

16 საათის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორივე ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა და ორივეს გუნდი დამარცხდა. ტორონტო რეპტორსმა ბოსტონ სელტიკსთან 113:121 დათმო, ხოლო ორლანდო მეჯიქი ნიუ იორკ ნიქსთან 100:106 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 23:16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო) და 6 მოხსნა დააგროვა.

მატჩში თანაბრად 30-30 ქულით ყველაზე მეტი ქულით გამოირჩნენ ჯეილენ ბრაუნი და ბრენდონ ინგრამი. 27 ქულა დერიკ უაითმა ჩააგდო, ხოლო ორმაგი დუბლი მიითვალა სკოტ ბარნსმა - 18 ქულა, 11 მოხსნა.

ტორონტო რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 10 მარცხით მე-4 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 10 დეკემბერს, ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ გამართავს.

მეორე ქართველი კალათბურთელის შეხვედრას რაც შეეხება, გოგა ბითაძემ 12:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (1-დან 1 ორქულიანი), 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ორლანდო ნიუ იორკ ნიქსის შეხვედრიდან 30 ქულით საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი იყო, 21 ქულა ჩააგდო ოჯეი ანუნობიმ, ორმაგი დუბლი კი ჯოშ ჰარტმა გაიფორმა - 17 ქულა, 12 მოხსნა. მეჯიქიდან ყველაზე მეტი 17 ქულა ჯეილენ საგსის ანგარიშზეა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 მოგებით და 10 მარცხით მე-5 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 10 დეკემბერს მაიამი ჰიტის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები