მამუკელაშვილის მორიგი 23-ქულიანი მატჩი - ლეიკერსმა მილუოკი დაამარცხა | VIDEO
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
მილუოკი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მატჩში ლოს ანჯელესს დაუპირისპირდა და 112:123 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ლეიკერსის მაისურით ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო 23 ქულის დაგროვება. პარკეტზე გატარებულ 26:15 წუთში, მამუმ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 23 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა და 2 ასისტიც მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის განვლილი 13 ტურის შემდეგ, ლეიკერსი 11 მოგებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ფრენჩაიზს ზედიზედ 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.