Belive

სან ანტონიომ ვაშინგტონი დაამარცხა | სანდრო მამუკელაშვილმა 1 სამქულიანი ჩააგდო

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "ვაშინგტონ უიზარდსი" 121:131 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა 7:05 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა (1-დან 1 სამქულიანი), 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში 31 ქულით საუკეთესო იყო ვიქტორ ვემბანიამა, მას ასევე 15 მოხსნა ჰქონდა და ორმაგი დუბლი გაიფორმა, 30 ქულა ჰქონდა დე'აარონ ფოქსს, ვაშინგტონელთა რიგებიდან ყველაზე მეტი 18 ქულა ტრისტან ვუკჩევიჩმა ჩააგდო - 18.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 23 მოგებით და 28 მარცხით მე-12 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 13 თებერვალს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.