ლეგენდარულმა ჯეიმს უორთიმ სანდრო მამუკელაშვილი მანუ ჯინობილს შეადარა
ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა, ჯეიმს უორთიმ, სანდრო მამუკელაშვილის თამაში შეაქო და ქართველი ფორვარდი NBA-ს კიდევ ერთ ლეგენდას, მანუ ჯინობილს, შეადარა.
„ლეიკერსი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გუნდმა პრე-სეზონში რამდენიმე მატჩი გამართა, სადაც ახალი შემადგენლობის პოტენციალიც გამოჩნდა. სანდრო მამუკელაშვილი თითოეულ შეხვედრაში შესანიშნავი სტატისტიკით გამოირჩეოდა.
„დენვერსა“ და „ლეიკერსს“ შორის მატჩის დასრულების შემდეგ ლეგენდარულმა უორთიმ Spectrum-ის ეთერში სანდროს შესახებ ისაუბრა:
„მისი თამაშის სტილი ძალიან მახსენებს მანუ ჯინობილს. ცაციაა, არასტანდარტული მოძრაობები აქვს, შეუძლია ფარქვეშ შესვლა, სროლისთვის სივრცის შექმნა და შეტევის განვითარება. ამასთან, ძალიან მებრძოლი და ფიზიკურად ძლიერი კალათბურთელია“ - ჯეიმს უორთი
„ვფიქრობ, ის „ლეიკერსისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. ვიცოდი, რომ კარგი უნარები ჰქონდა, თუმცა ამ მოკლე მონაკვეთში ნაჩვენებმა თამაშმა კიდევ უფრო დამარწმუნა. ის საკმაოდ საიმედო და ენერგიული მოთამაშეა“ - ჯეიმს უორთი
Lakers legend James Worthy compared Sandro Mamukelashvili’s playing style to Manu Ginobili, praising his physicality and shot creation.
— LakeShow (@LakeShowCP) October 19, 2026
“His style of play, like Manu a little bit,” Worthy said, calling Mamu a potential “major, major asset” for the Lakers. pic.twitter.com/gebiil2rGO
ქართველის თამაშით კმაყოფილია „ლეიკერსის“ ვარსკვლავი ოსტინ რივზიც:
„ყოველ ჯერზე, როცა მამუ ბურთს ხსნის, ვცდილობთ, სწრაფი შეტევის დაწყებისკენ მოვუწოდოთ. ძალიან გვიხარია, რომ გუნდში გვყავს და გვჯერა, რომ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია“ - ოსტინ რივზი
სანდრო მამუკელაშვილი „ლეიკერსს“ მიმდინარე სეზონის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მანამდე ის ტორონტო „რეპტორსში“, სან ანტონიო „სპურსსა“ და მილუოკი „ბაქსში“ თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ 22 ოქტომბერს, თბილისის დროით დილის 06:00 საათზე, გოლდენ სტეიტ „უორიორსს“ დაუპირისპირდება.