Belive

ბრაიან უინდჰორსტი: "სანდრო მამუკელაშვილი ლეიკერსში გადავა"

1 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

ბრაიან უინდჰორსტის ინფორმაციით, ლიგაში არსებობს მოლოდინი, რომ სანდრო მამუკელაშვილი ლოს ანჯელეს ლეიკერსს შეუერთდება. თეორიულად, ის როტაციაში რუი ჰაჩიმურას ჩაანაცვლებს.

ბრაიან უინდჰორსტი მეტსახელად „უინდი“, არის ცნობილი ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც ESPN-ისთვის აშუქებს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას. 2003 წლიდან 2008 წლის ზაფხულამდე ის „აკრონ ბიკონ ჟურნალისთვის“ კლივლენდ კავალიერსის რეპორტიორი იყო, 2008 წლის ოქტომბრიდან კი კლივლენდურ გაზეთ „პლეინ დილერში“ დაიწყო მუშაობა. 2010 წელს, მას შემდეგ, რაც ლებრონ ჯეიმსი კლივლენდიდან მაიამიში გადავიდა, უინდჰორსტიც ESPN-ს შეუერთდა.

ეს მხოლოდ ჭორი არ არის - ლიკერსი იმ გუნდებს შორისაა, რომლებიც მამუკელაშვილით ინტერესდებიან (ასევე, სან ანტონიო სპურსი). ტორონტოს ქართველის შენარჩუნება სურს, თუმცა ქართველმა კალათბურთელმა 2.8 მილიონი დოლარის მოცულობის „ფლეიერ ოფშენი“ უარყო.

26 წლის ქართველმა კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა: საშუალოდ 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და სამქულიანების თითქმის 39%-იანი სიზუსტე. მისი სათამაშო სტილი იდეალურად ერგება იმას, რასაც ლეიკერსი ეძებსო.

მოძრავი „დიდი“ კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია მოედნის გაშლა, ბურთის გათამაშება და სივრცის შექმნა.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ლიგის გარშემო არსებული ხმები მიანიშნებს, რომ სანდრო ლოს ანჯელესისკენ მიემართება.