სან ანტონიომ პორტლენდს მოუგო | მამუკელაშვილმა 8 წუთამდე ითამაშა
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, ,,სან ანტონიო სპურსმა'' საკუთარ არენაზე ,,პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი'' 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:105 დაამარცხა.
მატჩში 8 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 3 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. სანდრომ 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
,,სპურსის'' რიგებში ორმაგი დუბლით კელდონ ჯონსონი გამოირჩა - 17 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი. ,,პორტლენდს'' კი, ასევე ორმაგი დუბლით, დეანდრე აიტონმა ულიდერა - 21 ქულა, 10 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.
,,სან ანტონიო'', რომელიც 4 მოგებითა და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას 10 ნოემბერს, ,,იუტა ჯაზის'' წინააღმდეგ გამართავს.