"მინი ვემბანიამა" - გოგა ბითაძე სან ანტონიოში გადასვლის ზღვარზეა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ტრეიდის დასრულებამდე 2 დღით ადრე, გოგა ბითაძე შესაძლოა სან ანტონიო სპურსს შეუერთდეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას NBA-ს ანალიტიკოსი დასტი გარზა ავრცელებს.
ბითაძის ტრეიდის შესახებ დაწყებულ სპეკულციებს ის გარემოებაც ამყარებს, რომ ქართველმა ცენტრმა ორლანდოს უკანასკნელი მატჩი გამოტოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე დიდია ალბათობა, რომ უახლოეს პერიოდში ბითაძის წასვლა დადასტურდება.
Based on the current reporting for the February 5, 2026, trade deadline, the Spurs are prioritizing a specific archetype: a defensive-minded big man to protect the rim when Victor Wembanyama is on the bench.
— SpursRΞPORTΞR (@SpursReporter) February 3, 2026
Goga Bitadze (Orlando Magic): Bitadze has emerged as the frontrunner… pic.twitter.com/Mca1SjIxnr
დედლაინამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და უდიდესი ალბათობით სპურსი კონკრეტული მიმართულებით გაძლიერდება და ტრეიდს აუცილებლად განახორციელებს.
სან ანტონიო დაცვითი ფუნქციების მხრივ გამორჩეულ ცენტრს ეძებს - მოთამაშეს, რომელიც ფრენჩაიზს იმ დროს დაეხმარება, როდესაც ვემბი სკამზე იჯდება. ამ დროისთვის, ყველაზე ნათელი ვარიანტი გოგა ბითაძე ჩანს. დაცვაში ის "მინი-ვემბანიამას" მოდელია. - დასტი გარზა.
შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძის ამერიკული კარიერა ინდიანა პეისერსში (2019-23) დაიწყო, ხოლო 2023 წლიდან ქართველი ცენტრი ორლანდოს ღირსებას იცავს.